|
2015-06-04 19:35:40, 1331 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სერგო გაგნიძე დაინიშნა
გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წარუდგინა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო დეპარტამენტის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2006-2009 წლებში ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მრჩეველი იყო. 2009 წლიდან დღემდე სერგო ძაგნიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების ავტორია. 2013 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური სასწავლო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიქმნა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გაბუნია შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)