10:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 11:31:29, 1207 ნახვა

კომენტარი
თამარ სანიკიძე: შავი ზღვის უნივერსიტეტთან მიმართებაში საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა, რათა კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო

„შეზღუდვა მხოლოდ ეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს“, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო.

„ვერ დავეთანხმები ვერანაირად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, იმიტომ, რომ საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ოპტიმალური იქნებოდა თავის მხრივ უნივერსიტეტისათვის. მათ უკვე რამდენიმე წელია დავა აქვთ სახელმწიფოსთან. იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. მათი ქონებრივი მდგომარეობა რომ შევამოწმე, სრულად არის დაყადაღებული ყველა უძრავ-მოძრავი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები. ჩვენ არ გვქონია ისეთი შემთხვევა რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და ასე ვთქვათ, დადებითი გადაწყვეტილება ყოფილიყო. რაც შეეხება სტუდენტებს არავითარი პრობლემა არა აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა მხოლოდ ეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ გადანაწილდნენ და შეუფერებლად დაიწყონ სასწავლო წელი“, - განაცხადა  თამარ სანიკიძემ.

ცნობისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტთა ნაკადის მიღება აეკრძალა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics