|
2018-08-17 19:08:27, 1180 ნახვა
რეგიონი
სასტუმრო „ველმონდი“ დაიხურა
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი (ლეოგრანდი) ამ დროისთვის უკვე დახურულია. შენობიდან მთელი დღის განმავლობაში სტუმრების გაყვანა მიმდინარეობდა. 300 სტუმარი სხვადასხვა სასტუმროებში უკვე გადაანაწილეს. ყოფილი ლეოგრანდიდან ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას მისცა, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)