07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 10:40:05, 1200 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას

„ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი,  რა თქმა უნდა, არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული  თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება როგორც მარიხუანის, ასევე სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მიღებული იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება.

„მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არის მიღებული მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისათვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე, გრძელდება მუშაობა სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. კიდევ ერთხელ, მიზანი არის, ერთი მხრივ, ჰუმანური პოლიტიკა, მეორეს მხრივ ის, რომ შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics