23:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 10:57:43, 560 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო სომეხ კოლეგას შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და  მინისტრის პირველ მოადგილეს ზაზა ბოხუას შეხდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის  პირობები კიდევ ერთხელ განიხილეს.  საუბარი შეეხო საქართველოში მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მისი დაფინანსების მექანიზმებსა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებს. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და სომხეთში გატარებული რეფორმები ფარმაცევტული ბაზრის კონტროლისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. 

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თამბაქოს კონტროლის საკითხებს. საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში აიკრძალა. არსენ ტოროსიანმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მაღალი შეფასება მისცა და არნიშნა, რომ მისი ქვეყანა სწორედ ახლა დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. სტუმარი დაინტერესდა ყველა იმ საკითხით, რაც კანონის მირებასა და ამოქმედებას ახლდა თან. სომეხი კოლეგები აპირებენ, უახლოეს მომავალში გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით. 
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაციის წევრები ქვეყანაში არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნნენ. მოინახულეს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი და საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, ასევე გაეცნენ NEW VISION UNIVERSITY’’-ის სამედიცინო პროგრამას. 

სომხეთის დელეგაციაში ჯანდაცვის მინისტრის გარდა მისი მოადგილე არსენ დავითიანი, განათლების მინისტრის მოადგილე ოგანეს ოგანესიანი და პროგრამების რეალიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი აიკ საიადიანი არიან. ვიზიტი ორდღიანია და დელეგეციის წევრები საქართველოს დღეს დატოვებენ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics