06:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 18:38:17, 751 ნახვა

კომენტარი
იზორია: ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ ათი წლის წინ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილსა და თავგანწირვაზე ისაუბრა.

„ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ათი წლის წინ გვიჩვენეს, თუ რა არის ქართველი ჯარისკაცისთვის სამშობლოს სიყვარული, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ის ღირსეული გზა, რომელიც ისტორიულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ჩვენი ვალია პირველ რიგში უკვდავყოთ, ქედი მოვიხაროთ მათი სახელების წინაშე. მადლობა ვუთხრათ კიდევ ერთხელ მათ და მათი ოჯახის წარმომადგენლებს, იმ თავგაწირვისა და თავდადებისთვის რაც მათ სამშობლოსთვის გასწიეს. ჩვენ ამ ათი წლის შემდეგ შეგვიძლია სიმაყით ვთქვათ, რომ მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ჩვენი  ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მინისტმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics