02:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 15:21:30, 1071 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთი „ღირსეულ პარტნიორზე“: საპასუხოდ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას გავააქტიურებთ

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი 2018-ის" ჩატარების გამო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნულუ, ასეთი ტიპის სამხედრო სწავლებები აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი დაფინანსებით ტარდება, რომლებიც თავიანთი ქმედებებით გააზრებულად ახალისებენ საქართველოს მილიტარიზაციის შემდგომ პროცესს.

"ღრმად გვწამს, რომ საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის ზრდა საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საფუძვლებს არყევს.
ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს სრული სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. ეს თავის მხრივ რეგიონში დაძაბულობის მაპროვოცირებელია და საერთაშორისო ფორმატს, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებისკენ არის მიმართული. სერიოზულ ზიანს აყენებს. აღნიშნულის საპასუხოდ, აფხაზეთი აპირებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა გაააქტიუროს. საგარეო საქმეტა სამინისტრო შესაძლო დაძაბულობის წარმოქმნის შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 1 აგვისტოს გაიხსნა. საქართველო აღნიშნულ სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics