|
2015-06-03 18:15:26, 1170 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა
ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დასკვნით ფაზას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან ნაღმმტყორცნელებს სწავლების ჩატარებაში მაღალი შეფასება მისცა და წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები სიგელებით დააჯილდოვა. სამხელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ ორგანიზებული საველე წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას ისახავდა მიზნად. წვრთნებში აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადების ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში საბრძოლო სროლები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)