19:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 16:33:54, 592 ნახვა

საზოგადოება
კრწანისი-შინდისის მაგისტრალზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში, ტაბიძის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 64 კვადრატული მეტრის ფართობზე რკინა-ბეტონი, 34 კვ.მ-ზე კი, ლითონის მოაჯირი მოეწყობა.  

კრწანისი-შინდისის დამაკაშირებელ მაგისტრალზე, რომელზეც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა, გზის ჩამოშლისა და მოცურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. არსებულ მონაკვეთზე ასევე, მოეწყობა ტროტუარი. 
 
სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 34 300 ლარია გამოყოფილი, აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 
  
მიმდინარე წელს, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობისთვის რამდენიმე მისამართზე რეკრეაციული სივრცეები ეწყობა. ამ ეტაპზე, რუსთავის გზატკეცილის N18-ში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ტარდება, რუსთავის გზატკეცილის N19-ში მდებარე N4 კორპუსის მიმდებარედ კი, საბავშვო კუთხის მოწყობა უკვე დასრულებულია. 

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაიონში არსებულ სკვერებს რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩაუტარდება.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics