08:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 14:14:40, 668 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმმოსილ ექიმს, გიული მალანიას სიგელი გადასცა

ღვაწლმოსილ ექიმს, ენდოკრინოლოგ - გიული მალანიას 75 წლის საიუბილეო თარიღთან და საექიმო საქმიანობის 50 წელთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სიგელი გადასცა.  

მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ქალბატონი გიული ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკაში საქმიანობს. სამედიცინო განათლება 1968 წელს მიიღო. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მოგვაინებით კვალიფიკაცია თერაპიასა და ენდოკრინოლოგიაში აიმაღლა.

მინისტრთან ერთად გიული მალანიას საიუბილეო თარიღი მიულოცეს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ და სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ფაღავამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics