02:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 14:11:10, 842 ნახვა

კომენტარი
გაბიტაშვილი: მირზა სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე და სპეკულაციის გამოსარიცხად, მისი გამოკითხვა სასამართლოზე გადავწყვიტეთ

„სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე. ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად ჩვენ მისი გამოკითხვა გადავწყვიტეთ სასამართლოზე“, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის შეკითხვას.

კახიძე დაინტერესდა, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მირზა სუბელიანი.

„რასაკვირველია, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, დადგა მისი დაკითხვის საჭიროება, თუმცა რადგან სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში, ჩვენ დაველოდეთ მის სასამართლოში დაკიტხვას, სადაც პროკურორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის დაესვა ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო გარკვეული კითხვები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს - ბატონმა ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტულ საქმეშივე პროკურატურის შენობაში ნახა სხვა მოწმე, რომელიც იყო დაცვის მხარის მოწმე, მან განაცხადა, რომ ეს იყო ზეწოლა დაცვის მხარის მოწმეზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბელიანი დაგვეკითხა სასამართლოში“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics