01:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 11:23:50, 830 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: სამსახურიდან გათავისუფლება ჩემი თხოვნა იყო და ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ

 „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანანმდებობიდან, არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი  თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობა ამ ეტაპზე არ სურს.

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანანმდებობიდან, არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა, ჩემი თხოვნა იყო და მე ამაში ვერაფერ საოცარს ვერ ვხედავ. დახლოებით 22 წელია მე ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ვფიქრობ, რომ დროა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ პრემიერს გუშინ თავად მიმართა, მამუკა ბახტაძემ კი, აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics