16:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 09:35:41, 937 ნახვა

სამართალი
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლს სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა, რაც ავტოავარიის მიზეზი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics