06:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 13:01:13, 554 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შედის შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, ანტიკორუფციული სააგენტო. შსს–ში კი პოლიციის დანაყოფები რჩება. ესენია, კრიმინალური, საპატრულო, დაცვის პოლიცია, ასევე, შსს–ში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოები.

ამასთან, პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს. ის თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წინაშე.

სამსახურის ბიუჯეტი 36 743 994 ლარი იქნება.

უსაფრთხოების სამსახური 1 სექტემბრისთვის უნდა შეიქმნას. მომავალ წლამდე კი მისი დაფინანსებისთვის ასიგნებები შსს-ს ბიუჯეტიდან გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics