16:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 18:22:05, 778 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, თადუმაძე ღირსეულად გაართმევს თავს ამ დიდ პასუხისმგებლობას

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძის არჩევას გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, შალვა თადუმაძე აღნიშნულ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. მან შერჩეულ კანდიდატს წარმატებები უსურვა:

"დღეს საპროკურორო საბჭომ  ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენად შეარჩია შალვა თადუმაძე. თადუმაძე ჩემი შეფასებით პირველ რიგში არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას ვუსურვო პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics