10:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 13:30:20, 1790 ნახვა

მსოფლიო
​დონალდ ტრამპი: რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმების გამო გერმანია გააკრიტიკა, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს გააკეთა,

ტრამპის შეფასებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული.

"სამწუხაროა, როდესაც გერმანია რუსეთთან მასშტაბურ შეთანხმებას აღწევს და მისგან დიდი ოდენობით ნავთობის და გაზის მიღებას აპირებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ გერმანიაში ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა.მიმაჩნია, რომ რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა, რადგან ბერლინი მოსკოვისგან დიდი ოდენობით ენერგიას იღებს. ჩვენ ვიზავთ გერმანიას, ვიცავთ საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, თუმცა ბევრი ქვეეყანა რუსეთთან შეთანხმებებს აფორმებს და მოსკოვს მილიარდობით დოლარს უხდის. ჩვენ გიცავთ რუსეთისგან, თქვენ კი,  მათ ფულს უხდით. ასე საქმე არ წავა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics