06:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 09:33:42, 487 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია “STIMOR Associate” -ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.

14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში McDonald’s -ს გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს.

14:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს.

პრემიერი ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

15:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილი 16:00 საათზე სოფელ რუხშიც ჩავა, სადაც მშენებარე მულტიფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics