13:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 13:10:46, 894 ნახვა

სამართალი
შემაკავებელი ორდერის გამოცემისთანავე, პოლიციის თანამშრომელს იარაღი ჩამოერთმევა

„შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება მინისტრის ბრძანებაში განხორციელდა.

„სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე განცხადებით, დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება.

„რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში, შსს-მ გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics