20:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 15:12:53, 1175 ნახვა

პოლიტიკა
„რია ნოვოსტი“: საქართველო შესაძლოა, ნატოში გამარტივებული პროცედურით შევიდეს

ნატო-მ შესაძლოა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები გახსნას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2008 წლის ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბუჰარესტში ჩატარდა, განაცხადეს, რომ საქართველო შესაძლოა ალიანსის წევრი გახდეს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 2014 წლის სამიტის დროს დამტკიცდა MAP-ი, რომელიც საქართველოს ალიანში გაწევრიანებაში უნდა დაეხმაროს.

„სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება, კვლავ დადასტურდება საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოზიცია და ხაზგასმით აღინიშნება, რომ მესამე ქვეყნები ალიანსის გაფართოების პროცესში არ უნდა ერეოდნენ. სამიტზე, შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველოს შეუძლია ნატო-ს წევრი MAP-ის მინიჭების გარეშეც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს. ინტეგრაციის პირველად ინსტრუმენტებად შესაძლოა ყოველწლიური ეროვნული პროგრამები (ANP) და ნატო-საქართელოს არსებითი პაკეტი (SNGP) ჩაითვალოს“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics