16:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 11:10:52, 871 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: იოსებ სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, თუმცა კომისიაზე მოსვლა აუცილებლად მოუწევს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღესაც არ გამოცხადდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, თუმცა როდესაც გამოჯანმრთელდება, გამოკითხვაზე მისვლა მაინც მოუწევს.

„ბატონმა სიგუამ წარმოადგინა სამედიცინო ცნობა. მე არ შევალ ამ ცნობის დეტალების განხილვაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ბატონი სიგუა მოახერხებს, მას აუცილებლად მოუწევს კომისიაზე მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს უკვე მესამედ იკითხებიან. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კითხვებს გამომძიებელი ირაკლი ფიფია და  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძე პასუხობენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics