15:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 20:03:54, 865 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: ჭუბერში ვითარება კონტროლდება - ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს

ჭუბერში, სადაც ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.

როგორც მან აღნიშნა,  ხეობაში ვითარება კონტროლირებადია და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს.

 „ამ ეტაპისთვის იმის საშიშროება, რომ მდინარე კიდევ მოიმატებს მოხსნილია. ვერტფრენით მოვახდინეთ შემოფრენა. მდინარეს კალაპოტი აქვს შეცვლილი, გზები არის   დაზიანებული, ხიდები, ძირითადად ინფრასრუქტურაა დაზიანებული. სულ რამოდენიმე წუთში ვერტფრენით მოხდება მცირეწლოვანი ბავშვის და დედის გადმოყვანა ერთი ადგილიდან მეორეში, ისინი ჩარჩენილები არიან“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics