15:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 16:22:01, 740 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რაზეც დგას სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარში გვედგა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გვერდში დგომისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია და რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics