15:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 20:09:24, 983 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე შსს-ს მაღალჩინოსანზე: თუ შაბათს აქ არ ვნახავთ იოსებ სიგუას, მოგვიწევს, კონკრეტულ უწყებას მივმართოთ

„თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შაბათის სხდომაზე ბატონი იოსებ სიგუა არ გამოცხადდება, კომისია შესაბამის უწყებას მიმართავს“,- ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას სხდომაზე არ მისვლის ფაქტს.

როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონის დარღვევაა.

„მინდა მივმართო ბატონ იოსებს, რომ მასაც ველით შაბათს, 10:00 საათზე აქ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არის კანონის დარღვევა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. თუ ჩვენ შაბათს არ ვნახავთ აქ ბატონ იოსებს, მაშინ მოგვიწევს მიმართვა კონკრეტულ უწყებაზე, რომ ის არღვევს კანონს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სიგუამ სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ შეძლო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics