13:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 11:49:29, 674 ნახვა

კომენტარი
ბესელია - კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა იყო შეცდომა, ასეთ მიდგომებს მხარს არ ვუჭერ

„ზვიად კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ხორავას ქუჩის საქმის შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მიწვევა, არასწორია.

 „არ მგონია, კომისიის მხრიდან იყოს სწორი გადაწყვეტილება, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა, დაიკითხოს  ზვიად კუპრავა. კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა, ამიტომ ამ ადამიანის დაკითხვით დაწყება დღეს კომისიის სხდომის და საერთოდ სხდომაზე მოწვევის გადაწყვეტილება არ მგონია, რომ სწორი იყოს. ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ვუჭერ მხარს ასეთ მიდგომებს. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და საჭიროა, პოლიტიკური განწყობებისგან  მაქსიმალურად გათავისუფლდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს, ბესელიამ აღნიშნა, რომ მათთან იმ საკითხების დაზუსტება მოხდება, რაც წინა დაკითხვებიდან გამომდინარე ან საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

„რაც შეეხება დანარჩენი პირების დაკითხვას, რომელიც უშუალოდ საქმესთან დაკავშირებული პირები არიან, ბუნებრივია, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ და ჩვენ მათთან დავაზუსტებთ იმ საკითხებს, რაც წინა დაკითხვების ან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, მკვლელობის ფაქტს და გამოძიების დეტალებს ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics