14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:12:14, 389 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა პანსიონის აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქობულეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის სოციალურად დაუცველ აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღნიშნული პანსიონი ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის - ,,ეს დედამიწაა“ ჩვენებას დაესწრნენ. პანსიონის აღსაზრდელებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბათუმის სამმართველოში გამოფენილი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, რის შემდეგაც სააგენტოს მაშველებმა ბავშვები ზღვაში კატარღით გაასეირნეს და დელფინარიუმში წარმოდგენილ შოუზე დაპატიჟეს. ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ტორტით გაუმასპინძლდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი თანადგომა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics