12:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 14:32:41, 672 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება

„ბუნებრივია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიაში შეყვანილ ყველა პირს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი.

„ჩვენ გავაკეთეთ სია, მასში არის 33 ადამიანი. პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ 33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართვეელოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენ დაასახელეთ და რომელსაც რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ორგანოების დასკვნები და სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე, არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, რომლბმაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა  ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics