12:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 10:01:22, 766 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე: სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შეწყვეტა ყოვლად დაუშვებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს ეხმაურება.

კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ომბუდმსენის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა.

„მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი შენობის ავარიულობაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics