09:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 12:39:53, 715 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე: ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს

„ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტების კითხვას „იქნება თუ არა მსჯელობა მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხზე“.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელსაც სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„საკითხები ძალიან ბევრი დაგროვდა ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე დაველოდოთ კრებას. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ კრებაზე იქნას საკითხები განხილული.

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, წმინდა მღვდელი თეოდორეს ხსენებისა. მღვდელი, რომელმაც თავი გასწირა ერისა და მეფის გადასარჩენად. მე შევთხოვ უფალს, მისი შეწევნით, დალოცოს წმინდა სინოდის სხდომა და ბევრი მომადლოს საქართველოს ეკლესიას და ერს ერისათვის თავდადებული ადამიანები“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად იმართება. სხდომას კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics