09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 12:14:41, 785 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით

„ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ძველმოდური იდეებით“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამა უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი ძველმოდური იდეებით. ის ეკონომიკური პროგრამა რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკუ გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან რომელიც შეიქმნა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე. ექვსი წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ ეკონომიკური მოდელისა და ბოლო იდეებით თავისი გამოსვლებით წერტილი დაუსვა ახალმა პრემიერ მინისტრმა და ახალი მთავრობა ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. ნდობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 75 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics