02:48 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 11:20:15, 693 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს.

„დავეხმაროთ ამ ადამიანებს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე ეხება მათ, რომლებიც ბაღებსა და სკვერებში არამალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics