02:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 11:10:51, 617 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს

დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან  და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი შენობა-ნაგებობები ყველა რაიონშია და გარდა იმისა, რომ დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics