07:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 14:32:21, 637 ნახვა

კომენტარი
„ვერც კი ხვდებიან, როგორი არაჯანსაღია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა“ - ზარდიაშვილი არასამთავრობოებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მადლობას უხდის.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, წულუკიანმა ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გასწია.

„ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, მან ჩვენს ქვეყანისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისთვის; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვის; აღსრულების ახალი კანონისთვის; სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილებებისთვის ; დასკვნით ფაზაშია გადახდისუუნარობის ახალი კანონისთვის და სხვა უამრავი საკანონმდებლო ცვლილებისთვის რომელსაც  იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ვისურვებდი რომ მისნაირ მინისტრებს კიდევ დიდხანს ქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით  მუშაობის საშუალება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რომლებიც დაცლილი არიან სახელმწიფოებრივი ხედვებისგან ვერც კი ხვდებიან როგორი არაჯანსაღია მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics