12:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 17:09:31, 530 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ავსტრიის დელეგაცია ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ვენის ფედერალური მიწის პოლიციის პრეზიდენტი ეწვია.

უწყების ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილთან, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბედოიძესთან და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძესთან.

შეხვედრებზე სტუმრები გაეცნენ სამინისტროს მუშაობის პრინციპს, დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებს. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი დედაქალაქების პოლიციის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს. ვენის ფედერალური მიწის და ამავდროულად ქალაქ ვენის პოლიციის პრეზიდენტი გერჰარდ პიურსტლი დედაქალაქის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის მუშაობის მეთოდებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საქართველოს შსს-ში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებსა და საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ რებრენდინგს.

საპატრულო პოლიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, მოტოციკლი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics