11:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 14:09:20, 1724 ნახვა

სხვადასხვა
ინგოროყვას კლინიკის ექიმი რომელმაც პაციენტს პლიტიკური ნიშნით დახმარებაზე უარი უთხრა სამსაურიდან გაათავისუფლეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი რომელმაც პაციენტს პლიტიკური ნიშნით დახმარებაზე უარი უთხრა სამსაურიდან გაათავისუფლეს.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი, ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

"გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.

მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა." -ნათქვამია კლინიკის გვრცელებულ განცხადებაში.

ნინო კვირაიშვილმა გუშინ, 11 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ პარლამენტთან აქციაზე დაშავდა. მისი მტკიცებით, ინგოროყვას კლინიკაში მას ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა ნაციონალური მოძრაობისწევრობის გამო დახმარება არ აღმოუჩინა:

"ექიმი მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ "მეტის ღირსი ვარ".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics