13:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 12:13:57, 436 ნახვა

საზოგადოება
უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი საჯარო დებატები და ანგარიში მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის  თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სივრცეები შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი დებატები იქნება“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რეკომენდაცია საგამოძიებო ორგანოებს ეხება.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რეკომენდაცია ეხება საგამოძიებო ორგანოებს, მათ საქმიანობას. რა თქმა უნდა ჩვენს ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობს და პრობლემები რეალურად მცირდება ამ მიმართულებით. ცალკე საუბრის საგანია ტოლერანტობის არ არსებობა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მან ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და სტატისტიკაზე ისაუბრა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და ამ კუთხით სამწუხარო სტატისტიკა, ეს შეიძლება გამოიყოს, როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics