22:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 02:42:36, 1246 ნახვა

საზოგადოება
გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს. „ჩვენი გიო აღარ არის“ - წერს ოქიტაშვილი.

"ექსპრესნიუსს" მომღერლის გარდაცვალება, ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. მისი ცნობით, მომღერალი სიცოცხლის ბოლო წუთებში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იყო.

გიო ხუციშვილს მოულოდნელად ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. 

29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენაზე მაყურებლის წინაშე ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა,ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ეკა კახიანი,თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი„ფორტე“ და სხვები წარდგნენ. გარდა ამისა, გიო ხუციშვილმა ერთ-ერთი სიმღერა მეუღლესთან ერთადაც შეასრულა, რომელმაც პუბლიკისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics