15:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 13:36:03, 1743 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხვალ, რუსთაველზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

 „ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ, არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად.  ამავე დროს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნიბისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ცნობისთვის, ხვალ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, რამდენიე ოპოზიციური პარტია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. ისინი ხელისუფლების გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics