18:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 10:58:21, 1517 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისთვის რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა

ლიბერთი ბანკმა პენსიის მიმღები მომხმარებლებისთვის პენსიის მიღების რამდენიმე გამარტივებული და კომფორტული პირობა შეიმუშავა.

კერძოდ, დღეიდან პენსიების მიღება  ნებისმიერი არხით ყოველი თვის 14 რიცხვში იქნება შესაძლებელი. თუ 14 რიცხვი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მომხმარებლები პენსიას ლიბერთი ბანკის ბანკომატებით მიიღებენ.

ასევე, პენსიის მიმღებ ნებისმიერ პირს, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ახალი პროდუქტით და ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე  მიიღოს კუთვნილი საპენსიო თანხა მარტივად, სიმბოლური ერთჯერადი გადასახადის გადახდისთანავე.

სიახლეა კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებითაც - პენსიონერები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. კერძოდ,  ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში   ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხდიან მომსახურების საკომისიოს გარეშე.

ლიბერთი ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებისათვის კომფორტული პირობების შექმნასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული ყველა სიახლე  წარმოადგენს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის მხოლოდ დასაწყისს და მომავალში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი იგეგმება.

 

 

(R)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics