20:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 17:11:53, 764 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიას დაცული და დამუშავებული საინფორმაციო ბაზა გადაეცა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირზა ცეცხლაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობა წარმოადგენდა:

კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას;

კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება;

ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა;

დღესვე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სააგენტოში დაცული და დამუშავებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზა გადასცა მერიას, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში 10 ძეგლია, მათ შორის ორი ფურტიოს და ჭვანის თაღოვანი ხიდი, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics