|
2018-06-05 10:57:59, 1054 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართა
თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა მარია გაბრიელმა. ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ფორუმის თბილისში მასპინძლობისთვის. „EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა ინტერნეტ მმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა მარია გაბრილმა. ევროკომისარმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ციფრული სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, მარია გაბრიელმა ისაუბრა ევროპის ციფრული პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის როლის, მისადმი ნდობის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებზე. „ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიამართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე“, - განაცხადა ევროკომისარმა.
(NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)