14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:41:24, 1042 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის

„საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთოების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი, SNGP-ის ინიციატივების განხორციელებით, კიდევ უფრო აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობებს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციაზე“ (SNGP) გააკეთა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვილისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის.

მისივე განმარტებით, რეგიონში ეროვნული მდგრადობის გაძლიერებით საქართველო რეგიონულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციაზე“ თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის პროექტს ეროვნული მასშტაბის პრიორიტეტი უწოდა. „პროექტს მხარს უჭერს ნატო, ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას გაუზიარონ საქართველოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება თავდაცვისუნარიოანობის გაძლიერების მიმართულებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა SNGP -ის მასშტაბური და მრავალმხრივი პროექტი განსაკუთრებით მნიშველოვანია თავდაცვის სფეროში მდგრადი ღონისძიებების განსახორციელებლად. მან საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფოს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრზეც ისაუბრა.

„ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს არამხოლოდ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ ემსახურება რეგიონული და ს აერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობას. ერთერთი ასეთი მაგალითია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის SNGP-ის ერთერთი ინიციატივა, რომელიც მასპინძლობს ეროვნულ და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებს. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ SNGP-ის პროექტს რამხელა წვლილი შეაქვს ნატოსთან თავსებადობს გაძლიერებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics