21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 14:02:23, 1516 ნახვა

სამართალი
ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ლომერ ჟორჟოლიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ლომერ ჟორჟოლიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ლომერ ჟორჟოლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს ან მტკიცებულებები გაანადგუროს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადანაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, 31 მაისს გაფიცულ ძიუდოისტებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღმაშენებლის გამზირზე ფედერაციის ვიცი-პრეზიდენტმა ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა ჟორჟოლიანი დააკავეს, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics