00:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 13:32:05, 1123 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

მეტროს მემანქანეების გაფიცვას, შესაძლოა, სამართლებრივი რეაგირება მოყვეს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მემანქანეებს ბევრჯერ აუხსნა, რომ მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ხელფასის მომატება არ შეუძლია.

„მე ამ ადამიანებს ბევრჯერ შევხვდი და განვუმარტე რომ ის რასაც ეს ადამიანები, კერძოდ, მეტროს მემანქანეები ითხოვენ, ამის საშუალება ეკონომიკურად არ გააჩნია მუნიციპალიტეტს, აქედან გამომდინარე ალოგიკური იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან რომ მიგვეღო. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის გამო. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა გადადგეს დედაქალაქის და მოსახლეობის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი. ამიტომ მოყვება ამას სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დიციპლინირებული პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა პასუხიმგებლობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics