07:06 - 26 Jun, 2026
|
2020-01-25 05:02:59, 1921 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 550 კი, დაშავდა
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 550 ადამიანი კი, დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქულენოვანი ბიურო ავრცელებს. ყველაზე მეტად დაზარალდა ელაზიღისა და მალათიის პროვინციები. დანგრეულია ათეულობით შენობა. როგორც ცნობილია, ორი ადამიანი სტიქიის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. კრიზისების მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის მთავრობის მთავრობის განცხადებით, აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც მოჰყვა 97 განმეორებითი ბიძგი. სტიქიური ზონაში მუშაობენ მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)