20:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 17:01:00, 1701 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: იმედი გვაქვს, 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ნატოს წევრი იქნება

„ჩვენ დიდი  იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი.

მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია, კონკრეტულად ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება, ნატოში გაწევრიანება, ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, აშშ-თან საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა, ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცივილიზებულ სამყაროში იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია და რასაც ჩვენ ღირსულად ვართმევთ თავს.

ჩვენ დიდი  იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics