18:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:17:37, 1139 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ​ბაშარულის საქმეები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვდა

„არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ​ბაშარულის საქმეების გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყება ამ საქმეებზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებას ატარებს.

„ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უმაღლესი კომისრის ანგარიშში არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებიც მოხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics