11:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 13:37:31, 1480 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის უმსხვილესი საავიაციო გამოცემა anna.aero ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დაწყების შესახებ სტატიას აქვეყნებს

,,Wizz air ქუთაისის აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდს ანთავსებს“- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას წამყვანი ბრიტანული ყოველკვირეული საავიაციო ჟურნალი anna.aero.

სტატიაში საუბარია, 17 მაისს ქუთაისიდან ახალი ბაზირებული რეისების დაწყების შესახებ, რომელიც რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით ხორციელდება.

,,2017 წელს, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი გახდა.  გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა - 43 % დაფიქსირდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდი დააყენა. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ორიგინალური ტორტი წარმოადგინა - ვიზეარის ორი ბაზირებული თვითმფრინავით და აეროპორტის ტერმინალით, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდჰაგენმა გაჭრეს“,- ნათქვამია anna.aero-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში, ასევე ნათქვამია, რომ ზაფხულიდან Wizz air ავიარეისებს ბუქარესტი ქუთაისის, ხოლო ნოემბრიდან ვენა-ქუთაისის მიმართულებებით შეასრულებს საერთო ჯამში ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან ევროპის 14  ქვეყნის 20 მიმართულებით მოემსახურება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics