05:34 - 26 Jun, 2026
|
2018-05-19 11:53:05, 2583 ნახვა
მსოფლიო
ჰავანაში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
კუბის დედაქალაქში მომხდარ ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კუბური გამოცემა Granma-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შემდეგ მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მგზავრი დამწვრობებისაგან გარდაიცვალა. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ბოინგ 737“-ს ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა და აფეთქდა. ABC News-ის ცნობით, თვითმფრინავი 1979 წელს იყო გამოშვებული, ამიტომაც, ავარია ტექნიკური მიზეზებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო. კატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია. სამგზავრო ლაინერი „ბოინგ 737“ გუშინ ჰავანაში აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 104 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)