15:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 12:52:17, 1227 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე

ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერი  საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ 2023 წელს, საქართველოში თავისუფალი სტილით სრიალში ჩემპიონატის გამართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება. ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის მიმართულებებით გახდეს ცნობადი, არამედ ეს არის გადაწყეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

 ცნობისთვის, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics