05:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 10:26:22, 2107 ნახვა

მსოფლიო
სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა

 აშშ-ის სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. 

 CNN-ის ცნობით,  ტრამპის კანდიდატს 54 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 45 იყო.

ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეო ჩაანაცვლა, რომელიც აშშ-ს სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. 

ჯინა ჰასპელი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს.

 შეგახსენებთ, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ.

ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას სენატორების ჯგუფი აპროტესტებდა.

კონგრესისადმი მიმდინარე კვირის დასაწყისში გაგზავნილ წერილში ჯინა ჰასპელმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სააგენტოს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის დროს წამების მეთოდები არ უნდა გამოეყენებინა. მისი თქმით, ამ პროგრამამ სააგენტო და ქვეყნის რეპუტაცია დააზარალა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics